The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფიმიტრი ბაკურაძე

ფიმიტრი ბაკურაძე
Date of birth:1927
Date of death:1987  (at 60 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, კვალიფიკაციით ინჟინერ-მექანიკოსი 1950 წელს.

1950-1952წწ. მუშაობდა თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში საამქროს ოსტატად, უფროს ოსტატად; 1955-1957წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის "დორპროექტის" ინჟინერ-დამპროექტემბლად; 1957-1958წწ. თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ოსტატად, უფროს ოსტატად, ელმავლების ამწყობი საამქროს უფროსის მოადგილედ; 1959 წელს იყო თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პროფკავშირების განთავისუფლებელი თავმჯდომარე; 1959-1965წწ. საქართველოს ელექტროსადგურების და ელექტრომრეწველობის პროფკავშირების რესპუბლიკური კომიტეტის მდივანი; 1965-1979წწ. ამავე კომიტეტის თავმჯდომარე; 1963-1965წწ. თბილისის სახალხო დეპუტატების ლენინის რაისაბჭოს დეპუტატი და სარევიზიო კომისიის თავჯდომარე; 1979-1987წწ. "საქმთავარენერგოს"უფროსის მოადგილე. დაჯილდოებული იყო 3 მედლით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საკავშირო ცენტრალური პროფესიული კავშირების პრეზიდიუმის, ელექტოსადგურებისა და ელექტროტექნიკური პროფკავშირების და სხვათა საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 27-28

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: