The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბალავაძე

ვასილ ბალავაძე
Date of birth:1908
Date of death:1990  (at 82 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი და მოსკოვის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1941 წელს მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1942-1943წწ. ცნობილი გამომგონებელის  კონსტრიკოვის საკონსტრუქტორო ჯგუფშია; 1945-1953წწ. პარტიულ სამუშაოზეა: იყო ტყვარჩელის ქალაქკომის პირველი მდივანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის  ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, პარტიის ქ. თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1953-1990წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ნაგებობების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მოღვაწეობდა ბეტონისა და რკინაბეტონის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებში, ამ პრობლემას მან მიუძღვნა თავისი სადოქტორო დისერტაცია.  ფუნდამენტური ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევების საფუძველზე ჩამოაყალიბა მრავალი მნიშვნელოვანი დებულება ბეტონის ბზარწარმოქმნის თეორიაში თავისუფალი და შეზღუდული დეფორმაციების პირობებში. განსაკუთრებულად ღირებულია მის მიერ შექმნილი ბეტონის ცოცვადობის ადსორბციული თეორია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 28-29


Share: