The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ტურაბელიძე

მაია ტურაბელიძე
Date of birth:27 October, 1973  (51 years)
Category:Translator, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით 1996 წელს; იტალიელი მისიონერების მიერ დაარსებული იტალიური ენის სასწავლებელი 1998 წელს.

საქალაქო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში; 1989-1999წწ. ასწავლიდა იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში; 1995-1999წწ. მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ "ინტელექტში", საბავშვო ჟურნალებში: "ცუგრუმელა", "თვალსაწიერი"; დაინიშნა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მხარდამჭერი საერთაშორისო საზოგადოება "VIA - იუნესკოს მეგობრებთან" არსებული იტალიასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორად (1999); 2009 წელს მუშაობა განაგრძო იტალიაში: რუსული ენის პედაგოგად Irritec & Siplast ქარხანაში, რუსული და იტალიური ენების თარჯიმნად, მთარგმნელად; 2016 წლიდან თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: "ცისკარი" (რედკოლეგიის წევრი), "ახალი საუნჯე", "აფრა", "განთიადი", "თეთრი ხიდი", "დილა", "საბავშვო კარუსელი" (ხელშეკრულებით), "პეპელა"; აქტიურად მონაწილეობს იტალიის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია; გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შემდეგი წიგნები: დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული "ჩემი ქმარი" (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, 2019), ვიტალიანო ბრანკატის რომანი "ლამაზი ანტონიო" (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, 2021), ალექსანდრე ჰმინეს რომანი "გასაღები რძეში" (შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, 2021), მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომი "მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები" (ევროპის სამეცნიერო პუბლიკაციების სამდივნოს დაფინანსებით, 2022), იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს "ქართული ენის მცირე გრამატიკის" შედგენა-გამოცემაზე (1997) მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის "მაჩაბელი" ფინალისტის დიპლომი მის მიერ თარგმნილი დინო ბუცატის მოთხრობით − "ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა";  ხშირად სტუმრობს საქართველოს ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და ახალგაზრდა თაობასა და პედაგოგებს აცნობს იტალიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს, საუბრობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ. იტალიური საგამომცემლო სახლების, კულტურის ცენტრებისა და "რომა კაპიტალეს" საბიბლიოთეკო ინსტიტუტის მიერ შექმნილ მთარგმნელთა ბაზის წევრი.


Share: