The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ბალანჩივაძე

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტერმიუკი, კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა ქ. ივანოვის (რუსეთის ფედერაცია) ენერგეტიკის ინსტიტუტი 1960 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა ტრესტ "ცენტრენერგომონტაჟში"; 1965 წლიდან სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული მშენებლობის მართვის მთავარი საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრის დირეექტორად. უზრუნველყო მთავარი გამოთვლითი ცენტრის გარდაქმნა დარგში მოწინავე კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის მრავალპროფილურ ცენტრად. არის რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს დამსახურებული მუშაკი, ენერგეტიკის ვეტერანი, რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის დამსახურებული მუშაკი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • სსრკ საპატიო ენერგეტიკოსი

გააზიარე: