შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაბი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაცია 1957 წელს. 1957 წელს მუშაობდა "საქნავთობის" სამეცნიერო-კვლევით ლბორატორიაში; 1959-2005წწ. "საქნავთობის" სისტემაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები: ტექნიკოს-გეოფიზიკოსი, თემატური პარტიის უფროსი, ჭაბურღილების გამოცდის კანტორის მთავარი ინჟინერი, "ნავთობგაზძიების" სამმართველოს მთავარი მექანიკოსი. გაწეული შრომითი დამსახურებისთვის მინიჭებული აქვს "საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკის" წოდება. შესრულებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის ნაშრომი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |