შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი, სპეციალობით ნავთობსარეწაო საქმე 1935 წელს. მუშაობა დაიწყო აზერაიჯანის ნავთობსარეწებზე მუშად; 1937-1942წწ. მირზაანის სარეწაოს გამგე; 1942-1947წწ. "საქნავთობის" ტექნიკური განყოფილების უფროსი, ტექნიკური მომსახურების უფროსი; 1947-1953წწ. ნოტიოს ბურღვის კანტორის დირექტორი; 1953-1954წწ. წითელწყაროს ბურღვის კანტორის დირექტორი; 1954-1960წწ. მირზაანის ნავთობსარეწის ხელძღვანელი; 1960-1964წწ. ტრესტ "საქნავთობის" გაერთიანებული ნავთობსარეწაოს გამგე; 1964 -1966წწ. "საქნავთობის"კოლხეთის ბურღვის კანტორის ინჟინერი; 1966-1968წწ. "საქნავთობის" საძიებო ჭაბურღილების და სინჯვის კანტორის უფროსი ინჟინერი; 1968-1969წწ. "საქნავთობის" თბილისისპირა ღრმა ბურღვებითი ძიების ჭაბურღილის უფროსი; 1969-1975წწ. "საქნავთობის"კოლხეთის ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე; 1975-1984წწ. "საიუზბურგაზის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი. მინიჭებული ჰქონდა "საპატიო მენავთობის" წოდება. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 31
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |