Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი 1973 წელს; 1981 წელს - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა; 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1987 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება; 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1992-2012წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტში აგრობიზნესის კათედრაზე ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანად; 2010-2014წწ. - მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის საკოორდინაციო ცენტრში კონსულტანტად, პროექტის მენეჯერად, ცენტრის დირექტორად; 2014-2016წწ. იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი; 2016-2018წწ. - სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროექტის მენეჯერი, სააგენტოს დირექტორი; 2017-2018წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2018-2020წწ. - შპს "საქართველოს მელიორაციაში“ გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2020 წლიდან - ამავე ორგანიზაციაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1995-2016წწ. პარალელურად მოღვაწეობდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში (ევრაზიის ფონდი, KHF, TACIS, FAO, UNDP, WB), როგორც კონსულტანტი, ადგილობრივი ექსპერტი, პროექტების მენეჯერი, დირექტორი. აკად. რ. ასათიანი აქტიურ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა, როგორც საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, ასევე მცირე ბიზნესის აკადემიაში, აგრობიზნესის მართვის უმაღლეს სკოლაში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, მონაწილეობდა TACIS-ის, KHF-ის, AMCOR-ის, WB-ის და სხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სასწავლო სემინარებზე, კითხულობდა ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტის საფუძვლები; აგრობიზნესის მენეჯმენტი და მარკენტინგი; მართვის ავტომატიზებული სისტემები; საგრანტო და საინვესტიციო პროექტების მომზადება და განხორციელება; საიფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობა; გარემოს დაცვის ეკონომიკა და მართვა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 100-ზე მეტი სპეციალისტი, ბაკალავრი და მაგისტრი, 8 მეცნიერებათა კანდიდატი; გაუწია ექსპერტიზა სხვადასხვა სახის 1000-ზე მეტ პირველად და ძირითად საგრანტო პროექტს; იყო 40-მდე საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტი; მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ 30 - მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში, სამუშაო შეხვედრაში, სასწავლო ტურში, სემინარზე. ნამყოფი და გაცნობილია ოკლაჰომოს, ნებრასკის (აშშ), ედინბურგის (შოტლანდია) სახელმწიფო უნივერსიტეტების, აგრეთვე მოლტონის კოლეჯის D (დიდი ბრიტანეთი) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებს. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ხასიათის ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), აკადემიკოსი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასურსათო ქვეკომპლექსების მართვის მექანიზმის სრულყოფის გზები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში", დაიცვა 1991 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |