შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბელ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1874 წელს და ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1882 წელს. მუშაობდა ერევნის, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში სოფლისა და მაზრის ექიმად. ამავე დროს მონაწილეობდა სოფლად თეატრალური საქმიანობის აღორძინებაში, კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში; სოფელ საგარეჯოში გახსნა სამკითხველო, სოფელ სართიჭალაში საფოსტო განყოფილება, დუშეთში წიგნთსაცავ-სამკითხველო და სხვ. აბელ იაშვილის მნიშვნელოვანი ნაშრომია "სახალხო მკურნალობა კავკასიაში"- სამკურნალო საშუალებები, სახალხო მკურნალობის წესი, სახალხო ექიმები და ქართული სახალხო-სამკურნალო "კარაბადინი" 5 სურათით (გამოიცა 1904 წელს). ამ წიგნის შედგენაზე აბელ იაშვილი 18 წელი მუშაობდა. წიგნში თავმოყრილი და რიგის მიხედვით დალაგებულია გავრცელებული სამკურნალო საშუალებების სახელწოდებები ქართულ, ლათინურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე; აღნუსხულია სამკურნალო ყვავილები, მცენარეები, თესლები, ბალახები, მიწა-ნიადაგი, ქვები, ხალხური შელოცვები, ზნე-ჩვეულებები, დასტაქრობა, კარაბადინის შინაარსი, ქართულად მისი წარმოშობის დრო და სხვ. არის მრავალი სამედიცინო ნაშრომისა და სტატიის ავტორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.379 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |