Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექბიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1958 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენი"-ს სისტემაში და პარალელურად სწავლობდა; 1966 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო განყოფილების უფროს ინჟინრად; 1969 წელს გადაყვანილ იქნა მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატის მთავარ ტექნოლოგად; 1971-1070წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1980-1982წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავკასგიპრომრეწვსოფელმშენი"-ს წამყვან ინჟინრად, კომპლექსური პროექტების განყოფილებაში; 1983-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მშენებლობისა და მშენინდუსტრიის განყოფილების მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების და განთავსების კომპლექსური სქემის პროექტირებისა და შესრულების კონტროლის ქვეგანყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1992-1996წწ. მუშაობდა სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტ "რადიანი"-ს სექტორის უფროსად; 1997-2000წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის წამყვანი სპეციალისტი; ახალგაზრდობის წლებში გატაცებული იყო ჭადრაკის თამაშით; შესრულებული ჰქონდა სპორტის ოსტატის კასნდიდატის ნორმატივი; 2001-2007წწ. მუშაობდა ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლის ჭადრაკის სექციის მასწავლებლად; თანამშომლობს ჟურნალ-გაზეთებთან, აქვეყნებს სტატიებს საჭადრაკო თემატიკაზე, ასევე ამოცანებსა და საკომპოზიციო ეტიუდებს; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისამ და დამსახუებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 270-271
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |