The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იაშვილი

სხვა სახელი:სანდრო იაშვილი
ბიჭ-ბიჭი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1884  (140 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, მუშა, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი.

სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში, 14 წლიდან "ქართველთა ამხანაგობის სტამბაში" იყო ასოთამწყობის შეგირდი. 1900 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1901 წლის 22 აპრილს სამასიო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის 7 თვით იჯდა მეტეხის ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქტიურად შეუდგა რევოლუციურ მუშაობას; ბეჭდავდა და ავრცელებდა მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციებს, რევოლუციური შინაარსის ლიტერატურას, ასოთამწყობ მუშათა წრეებში ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას. თბილისის ყველა სტამბაში მუშების საშუალებით გაბმული ჰქონდა აგენტურული ქსელი, აწარმოებდა პარტიულ-რევოლუციურ და პროფკავშირულ მუშაობას, განაგებდა სტამბის მუშების მიერ შეგროვებული თანხის სალაროს, ფინანსურად ეხმარებოდა პოლიტპატიმრებს. 1902 და 1903 წლებში დაპატიმრებული იყო  რევოლუციური საქმიანობის გამო, იჯდა მეტეხის ციხეში. 1904 წელს გადაასახლეს სარატოვში, შემდეგ კი სამარაში. 1905 წელს ციხიდან გათავისუფლდა ოქტომბრის მანიფესტით. პარტიის დავალებით, სხვისი პასპორტით მოსკოვში გადავიდა ცენტრალური კომიტეტის (ბოლშევიკების) არალეგალურ სტამბში სამუშაოდ. 1905 წლის 6 დეკემბერს, მოსკოვის კომიტეტის დადგენილებით პეტროგრადში გაემგზავრა აჯანყებისათვის იარაღის ჩამოსატანად და მოსკოვის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დახმარებით მოაწყო ახალი არალეგალური სტამბა. 1907 წელის დაიჭირეს და 3 თვის შემდეგ თბილისში გადაასახლეს. მუშაობდა ბაქოში იოსებ ჯუღაშვილთან, შემდეგ ისევ მოსკოვში დაბრუნდა. 1910 წელს ჩამოვიდა თბილისში პარტიული მუშაობის გასაგრძელებლად. 1917-1921 წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული მენშევიკების მიერ (იჯდა მეტეხის ციხეში თბილისში და ქუთაისში). საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მას დაევალა თბილისის სტამბების გაერთიანება, იყო მბეჭდავთა კავშირის თავმჯდომარე, 1921 წლიდან კი თბილისის გაერთიანებული დამზღვევის სალაროს თავმჯდომარე, იყო საქართველოს შრომის სახალხო კომისარი (1922), შრომის კომისრის მოადგილე (1923), 1926 წლიდან შრომის სახალხო კომისარი. 1910 წლიდან ბიჭ-ბიჭის ფსევდონიმით წერდა და აქვეყნებდა  წერილებს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში სამეურნეო, დაზღვევის, შრომისა და მუშათა მოძრაობის შესახებ. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-ორგანიზატორი, პარტიულ-პროფკავშირული მუშაკი, ასოთამწყობი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.381


გააზიარე: