The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ფაშაევა

ლამარა ფაშაევა
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1940
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 2015  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით 1964 წელს. 1965 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1970 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "წალკის რაიონის ურუმთა ოჯახი და ცხოვრება".

1972 წელს გახდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა ახალციხეში, თეთრწყაროში, აჭარასა და აფხაზეთში მცხოვრები ბერძნების, ეზიდებისა და ქურთების პრობლემატიკაზე. 1985 წლიდან მისი კვლევების ძირითად თემა იყო ქურთოლოგია, მონაწილეობდა ამ თემისადმი მიძღვნილ მრავალ კონფერენციაში რუსეთში, სომხეთში, საქართველოში. 90-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ლექტორად სამართლისა და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ხელს უწყობდა ისტორიული ეზიდური, ასირიული და ბერძნული გვარების აღდგენას. 1985 წელს ჟურნალ "მაცნეში" დაიბეჭდა მისი პირველი დიდი ნაშრომი საქართველოში მცხოვრები ქურთების შესახებ. 1987 წელს გამოიცა მონოგრაფია "საქართველოში მცხოვრები ეზიდების საქორწინო წეს-ჩვეულებების დადებითი და უარყოფითი ელემენტები". 1988 წელს დაიბეჭდა სტატია "საქართველოში მცხოვრები ეზიდების ქორწინების რელიგიურ-კასტური აკრძალვები წინათ" (კავკასიური ეთნოგრაფიული კრებული №7). 2000 წელს დაიბეჭდა სტატია "საქართველოში მცხოვრები ქურთები. კონფესიური და ეთნიკური თვითშეგნების საკითხი". 2003 წელს დაიბეჭდა "ქურთების დაკრძალვის ტრადიციები" (კავკასიური ეთნოგრაფიული კრებული №8)2004 წელს გამოიცა "ქურთების დასახლებები საქართველოში" (ქართული ეთნოგრაფიის მასალები №26). 2005 წელს დაიბეჭდა სტატია "ბავშვის დაბადებასა და აღზრდასთან დაკავშირებული ქურთული და ეზიდური წეს-ჩვეულებები" (ქართული ეთნოგრაფიის მასალები №25)ლამარა ფაშაევას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათგან აღსანიშნავია რუსეთში ერაყის ელჩისგან მიღებული ჯილდო ასპირანტების მომზადების საქმეში, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების დაცვის ასოციაციაში გაწეული მუშაობისთვის.  თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ერევანშ, ბაქოში, სალონიკებში, ბუდაპეშტში, ბერლინში და სხვ. ლამარა ფაშაევა იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. 2019 წელს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ლამარა ფაშაევას მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიდგა. მემორიალური დაფა დამონტაჟდა იმ სახლის ფასადზე, სადაც ლამარა ფაშაევა დაიბადა და ცხოვრების 30 წელზე მეტი გაატარა. მსოფლიოში პირველი ეზიდი ეთნოგრაფი. 

წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.gezh-cn.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეზიდთა სახლის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2011-2014)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: