The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერონტი შენგელია

გერონტი შენგელია
Date of birth:23 May, 1940
Date of death:2014  (at 73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა ქ. მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საინჟინრო ინსტიტუტი 1964 წელს.

1964-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამშენებლო გაერთიანება "საქწყალმშენის" სამშენებლოტრესტ "კოლხიდმშენის" ქ. ოჩამჩირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად და კოლონის უფროსად; 1975-1985წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენის" ქ. ოჩამჩირის №56 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; შემდეგ წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ სამშენებლო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1992 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ორგანოების რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამშენებლო გაერთიანება "საქწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "აფხაზწყალმშენის" მმართველად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი წყალსამელიორაციო ობიექტების მშენებლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ასევე მისი ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა კინდღის სასათბურე მეურნეობის კომპლექსი; პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას; ოყო შოთა რუსთაველის საზოგადოების ოჩამჩირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 272-273

Awards and Honors

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
    მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Share: