The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქერიმ ამოევი

ქერიმ ამოევი
Date of birth:22 January, 1939  (86 years)
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არტაშრი, სომხეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით 1964 წელს დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი ქურთულ პრობლემატიკაზე: "შარაფ-ხან ბითლისელის შარაფ-ნამე ქურთების ისტორიის პირველწყარო". 1965-1968 წლებში სწავლობდა ბაქოში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიიის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ასპირანტურაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის (ირანის ეკონომიკის) სპეციალობაზე.

1969 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 1970-1973 წლებში მუშაობდა სტატისტიკის ცენტრალურ სამმართველოში ჯერ მოსახლეობის აღწერის, ხოლო შემდეგ - ძირითადი ფონდების შეფასების განყოფილების გამგის მოადგილედ. 1973 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "ირანის ქურთისტანის ეკონომიკური მდგომარეობა (1945-1963 წწ.)". 1973-1986 წლებში  მუშაობდა სახალხო მეურნეობის დაგეგმარებისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ჯერ ინფორმაციის განყოფილების დარგობრივ ხელმძღვანელად, ინსტიტუტის მეცნიერ-მდივნად, ხოლო შემდეგ - სოციალური სფეროს დარგობრივ ხელმძღვანელად. 1994-2008 წლებში იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგე, ხოლო შემდეგ  ინსტიტუტის პრორექტორი. 2009-2016 წლებში მუშაობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად, იგი ასევე იყო აკად. გ. წერეთელის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემების - «ორიენტალისტი» და «პერსპექტივა» - სარედაქციო კოლეგიის წევრი. ქერიმ ამოევი არის გერმანული აკადემიის სპეციალისტების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანდი; სოროსის ფონდის გრანტის მფლობელი, რომლის ფინანსური დახმარებით  გამოსცა წიგნი "ქურთულ-ეზიდური და ქართული ფოლკლორის ნიმუშები" (2001 ).  იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ერევანი, თბილისი, ერბილსა და ბაქოში). მას დაწერილი აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი: "ეზიდური წმინდა წიგნები" (1999), "ქურთულ და ქართული ფოლკლორის ნიმუშები" (2001), "ქურთული საკითხი საერთაშორისო შეთანხმებებში" (2007) "ქურთები: ისტორია, ეკონომიკა (2008), "ეზიდური დამწერლობა" (თანაავტორი, 2013 ), "ეზიდები და მათი რელიგია" (2017). აღმოსავლეთმცოდნე-ეკონომისტი, ირანისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ეზიდთა კავშირი, თავმჯდომარე
  • ქურთული კვლევების ცენტრი, პრეზიდენტი

Bibliography


Share: