The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურად შუბითიძე

მურად შუბითიძე
Other name:ჯონი შუბითიძე
Date of birth:24 September, 1952  (72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1976 წელს.

1976-1978წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ულიანოვსკსოფლმშენი"-ს №730 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში, ჯერ ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1978-1982წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" №2 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1995წწ. საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "თბილავტოტექმომსახურების" დირექტორის მოაედგილედ მშენებლობის განხრით; 1996-2006წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2006 წლიდან მუშაობს შპს "ი.მ.კ."-ში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი მაღლივი 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისის მიკრორაიონებში, ასევე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთის" ოფისი და კლუბი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კომპლექსი რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 274


Share: