The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჩაჩუა

თეიმურაზ ჩაჩუა
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საღამოს დასწრებული განყოფილება და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1968 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს საპროექტო ბიუროში მხაზველად; 1966 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენი"-ს სისტემაში მშენებელ ოსტატად; 1969-1972წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1973-1976წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1976-1988წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1989 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გაერთიანება "საქმშენსისტემა"-ში პროექტის ანალიზისა და ექსპერტიზის განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1998 წლამდე; 1999-2015წწ. მუშაობდა კომპანია "ქართუ ჯგუფის" საპროექტო ორგანიზაციაში უფროს ინჟინერ კონსტრუქტორად, პროექტის მთავარ ინჟინრად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 276


გააზიარე: