The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ჩილინგარაშვილი

ნუგზარ ჩილინგარაშვილი
Date of birth:1 December, 1956
Date of death:2018  (at 61 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არალი, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1979 წელს.

1979-1981წწ. იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში შუა აზიაში, სადაც იქვე დაიწყო მუშაობა ინჟინრის თანამდებობაზე; 1981 წელს გადმოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ტრესტ "სპეცმშენში" ინჟინრად; 1982 წელს დაინიშნა საინჟინრო ჯგუფის უფროსად; 1985 წელს ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქმონოლითმშენში" საწარმოო განყოფილების უფროსად; შეთავსებით იყო გაერთიანების მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1995 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება "საქმონოლითმშენის" №1 სამშენებლო სამმართველო და იგი დაინინიშნა ამ სამმართველოს დირექტორად; 2007 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "მონოლითმშენის" დირეტორი; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გამოცხადებული ჰქონდა მადლობა; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მონოლითური მშენებლობის დანერგვის საქმეში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი საცხოვრებელი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ნიშნულების ობიექტები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 278-279

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: