The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ნადოი

რეზო ნადოი
Date of birth:16 August, 1971  (53 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამგორის განყოფილების გამომძიებელი (1997-1999), შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი (1999-2001), შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი (2001-2004), საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი (2004-2006), თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე (2006-2009), გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (2009-2011). 2011 წლის მაისიდან ოქტომბრამდე იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტის" დირექტორი. 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე "რეზო ნადოის" იურიდიული ოფისის დამფუძნებელი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი (2012-2015), თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი (2015-2018). 2018 წლის მარტში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი. საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი (2018-2020), 2020 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი. 2020 წლის დეკემბრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში.

წყარო: მცხეთის რაიონული სასამართლო: court.geსაქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო yezidi.ge


Share: