The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ქოჩოიანი

თეიმურაზ ქოჩოიანი
Date of birth:23 December, 1965  (59 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს. 1994–1996 წლებში სწავლობდა კლინიკური ონკოლოგიის კლინიკურ ორდინატურაში ონკოლიგიური (ქირურგია) სპეციალობით, 1996-1999 წლებში სწავლობდა ამავე განყოფილების ასპირანტურაში.

1999 წლიდან მუშაობდა ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის სამეცნიერო ონკოლოგიური ცენტრის №2 ქირურგიული განყოფილების ექიმად, 2004 წლიდან იყო უფროსი-მეცნიერ თანამშრომელი. 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "სამკუნალო-დიაგნოსტიკური ტაქტიკა იღლიის ლიმფური კვანძების კიბოს მეტასტაზებით დაავადებულთა პირველადი კერების აღმოჩენის გარეშე". 2011 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ენდოქირურგია მკერდის უჯრედების, მუცლის ღრუს და მუცლის ღრუს მიღმა სივრცის დიაგნოსტიკაში". 2013 წელს სტაჟირება გაიარა რომში აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2016 წლიდან პარალელურად მუშაობდა ლექტორად ა. ი. ევდოკიმოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო-სტომატოლოგიური უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრაზე, არის ამავე კათედრის პროფესორი. თეიმურაზ ქოჩოიანი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, მათ შორის  ჩიკაგოში American Society of Clinical Oncology (ASCO). 2018 წელს გახდა ეროვნული პრემიის - "Мы будем жить" ("ჩვენ ვიცოცხლებთ") ლაურეატი ნომინაციაში - "დახმარების ხელოვნება". 2019 წელს მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის ჟიურის გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა გამარჯვებულად XXIII რუსეთის კონკურსის "წლის მენეჯერი" ნომინაციაში "სტრუქტურული ქვეგანყოფილების მართვა", 2020 წელს გახდა წმინდა ლუკას (ვოინო-იასინეცკის) სახელობის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში "სამშვიდობო მსახურება მამულის სასიკეთოდ და მოწყალება". ქირურგი.

წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge

Member of Organizations

  • მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2020-)
  • რეგიონთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ექიმ-ჰემატოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • რუსეთის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ეროვნული ასოციაცია წევრი
  • რუსეთის ენდოსკოპი ქირურგების საზოგადოება , ნამდვილი წევრი

Share: