Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქარიმ რასოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თეზიხრაბი (სომხეთი), ვანის ვილაიეთ (ოსმალეთის იმპერია). 1941 წელს დაამთავრა მე-9 ვაჟთა საშუალო სკოლა თბილისში. 1943-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ნაღმოსანთა ქვედანაყოფის მეთაური, 1944 წელს დაჯილდოვდა მედლით. 1952 წელს დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს - მოსკოვის ჟურნალისტიკისა და ფოტორეპორტაჟის ფაკულტეტი (დაუსწრებელი). 1948-1951 წლებში მუშაობდა სოფელ თამარიანის (ლაგოდეხის რაიონი) საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1952-1955 წლებში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა სოფელ ხომლის საშუალო სკოლაში. 1955 წელს დაინიშნა საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოში კორექტორად, 1959 წელს მუშაობდა იმავე სააგენტოში ლიტერატურულ თანამშრომლად, 1962 წელს გახდა გაზეთ "საბჭოთა პარტიული ცხოვრება" რედაქციის კორესპონტენტი. 1964 წელს იყო ფოტო-საინფორმაციო განყოფილების მთავარი რედაქციის რედაქტორი, 1965 წელს - საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოს მთავარი რედაქტორი. წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |