შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ხუდოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1965 წელს. 1954 წლიდან დადიოდა საზოგადოება "ქარიშხალას" სპორტულ სკოლაში აკრობატიკაზე. 1962-1971 წლებში იყო მწვრთნელი აკრობატიკაში. 1972 წელს მან საქართველოში შემოიტანა სპორტის სახეობა - ბატუტზე ხტომა და გახდა მწვრთნელი სპორტის ამ სახეობაში. 1976 წელს მისმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო, მისი ორი მოსწავლე ჩაირიცხა სსრკ ნაკრებში, 1976 წელს რამდენიმე მისი მოსწავლე ვაჟი გახდა სსრკ ჩემპიონი. მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან აღზარდა სსრკ 40 სპორტის ოსტატი; მოამზადა სსრკ ახალგაზრდა ჩემპიონები და სსრკ სპარტაკიადის ჩემპიონები. 1986 წელს მისი მოსწავლე რუსუდან ხოფერია გახდა კიევში გამართული სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, 1988 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი. 1989 წელს თემურ ხუდოევმა სსრკ დაშლის გამო, ვეღარ მიიღო სსრკ დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. 1997 წელს თემურ ხუდოევი საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში. 1998 წლიდან გახდა კლუბის "გერნსბახერის" მწვრთნელი ბადენ-ვიურტემბერგში, 2003 წელს მისი გუნდი გადავიდა უმაღლეს ბუნდესლიგაში, გაწვრთნა გერმანიის რამდენიმე ჩემპიონი. წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |