The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქერიმ ანყოსი

ქერიმ ანყოსი
Other name:ქერიმ ანკოსი
ქერიმ ანქოსი
Date of birth:10 October, 1937
Date of death:October, 2019  (at 81 years)
Category:Writer, Educator, Journalist, Public Man, Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მისი მშობლები 1910 წელს ოსმალეთის იმპერიიდან საქართველოში გამოქცეული ლტოლვილები იყვნენ. ქერიმ ანყოსი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ, მშობლიური ენის, კულტურისა და რელიგიის უკეთ შესწავლის მიზნით, გადავიდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანული ფილოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1961 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში; შემდეგ დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული და პოლიტიკური სკოლა. 1979 წელს გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი დაიწყო სამეცნიერო კარიერა. იგი სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო საქართველოს ქურთებისთვის სასარგებლო საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 1960-იანი წლებიდან  საქართველოში არაერთი ქურთული ორგანიზაცია დაარსა: "ქურთ ახალგაზრდებთან მუშაობის საბჭო", "ქურთ პედაგოგთა საქალაქო ორგანიზაცია", "ქურთთა სახალხო უნივერსიტეტი", საქართველოს მხატვართა კავშირის შემადგენლობაში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოიყო ქურთი მხატვრების გაერთიანება, 1978 წელს საქართველოს ტელერადიო კომიტეტის შემადგენლობაში ქერიმ ანყოსის თაოსნობით შეიქმნა ქურთული რედაქცია და ა. შ. იყო თითქმის ყველა ქურთული ორგანიზაციის დამფუძნებელი, ორგანიზაციების დაარსებისა და მართვის გარდა, ქერიმ ანყოსი უამრავ დროს ხარჯავდა საკუთარი ხალხის ენის, კულტურის, რელიგიისა და ისტორიის კვლევისთვის.

წყარო: ინტერნეტ გაზეთი - mastsavlebeli.ge: mastsavlebeli.gekurdipedia.org; youtube.com

Awards and Honors

  • 2019 - ტოლერანტობის ქომაგი (გარდაცვალების შემდეგ)
    სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი დამსახურებისა და წარმოჩენის ხელშეწყობისთვის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი

Bibliography


Share: