შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზავეტა ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს. 1979-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების ტენიკოსად; 1980-1982წწ. იყო ამავე განყოფილების ინჟინერი; 1983-1993წწ. მუშაობდა საქართველოს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს წამყვან ინჟინრად; 2003-2011წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ნდობა"-ს კადრების განყოფილების უფროსად; 2011 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგი"-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 284
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |