The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ჩხაიძე

მამუკა ჩხაიძე
დაბადების თარიღი:1959  (66 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1985 წელს.

1985-1987წწ. მუშაობდა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ასისტენტად; 1987-1992წწ. ფაკულტეტის საპროექტო ბიუროში სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1992-1995წწ. იყო დამოუკიდებელი საპროექტო ფირმის, შპს "ესკიზი"-ს დირექტორი; 1995-1999წწ. მუშაობდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარ არქიტექტორად და ვიცე-მერად; 1999-2000წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე; 2000 წლიდან მთავარი არქიტექტორი; 2003 წლიდან "სტუდია-9"-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია; 2007 წლიდან "სტუდია-9"-ის ქ. იალტის ფილიალის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის ობიექტის მშენებლობის პროექტი, მათ შორის: ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის, დ. აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის, საცხოვრებელი სახლის კ. მარჯანიშვილისა და გ. ჩუბინაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რომელიც აღინიშნა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური კონკურსის პრემიით, ნომინაციაში "წლის საუკეთესო ნაგებობა", ეროვნული ბანკის ფილიალის შენობის ქ. ფოთში, "ბრწყინვალე აღდგომის" სახელობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციის ქ. ფოთში, ქალაქ ფოთის ცენტრის რეკონსტრუქციის (შ. ყავლაშვილთან ერთად), ფოთის ეპარქიის რეზიდენციის; საცხოვრებელი კომპლექსის ამაღლების ქუჩაზე ქ. თბილისში, სასტუმროს კომპლექსის "რაუნპლაზა"-ს ქ. ბორჯომში, რესტორნების - "წისქვილი" და "ქართული სახლი"-ს ქ. თბილისში; საცხოვრებელი კომპლექსის "დალინაგორ", მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების "მაიაკი"-ს, "პრიმორსკის"-ა და "პანორამა"-ს ქ. იალტაში, ასევე ქ. იალტის სანაპიროს რეკონსტრუქციის, აგრეთვე მშენებარე ობიეტების, როგორებიცაა: სასტუმროს კომპლექსი ქ. თელავში, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე "ორანჟერეა" აღმაშენებლის ხეივანში, სასტუმროს კომპლექსი ლ. ასათიანის ქუჩაზე, სასტუმროს კომპლექსი "ამერი" და "ჰოლიდეი ინ"-ი ო. ჭილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი და სავაჭრო კომპლექსის ქავთარაძის ქუჩაზე, საოფისე და სავაჭრო ობიექტის პუშკინის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; მონაწილეობდა საკავშირო და რესპუბლიკურ არქიტექტურულ კონკურსებში, მიღებული აქვს პრემიები: ასევე არის საერთაშორისო პრემიების (მ.შ. "იუნესკოს" პრემიის) ლაურეატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 285-286


გააზიარე: