შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში, მუშაობდა ხაშურის რკინიგზის დეპოში. 1899 წელს, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, მუშაობდა თბილისის რკინიგზის დეპოში, სადაც რევოლუციურ მუშაობაში ჩაება. 1901 წელს დააპატიმრეს, იჯდა მეტეხის ციხეში, იმავე წლის 9 ივლისს სამი წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს. ავადმყოფობის გამო 1903 წელს ციმბირიდან გაანთავისუფლეს. 1904 წლიდან სოფელ არგვეთში და საჩხერის რაიონში ჩამოაყალიბა არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციები, იყო 1905 წლის რევოლუციური განმათავისუფლებელი მოძარობის ერთ-ერთ აქტიური მონაწილე: მართავდა მიტინგებს, ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტებს, შექმნა მთავრობის საწინააღმდეგო მებრძოლი წითელი რაზმი და სხვ. 1906 წელს ვლადიმერ იაშვილმა სხვა რევოლუციონერებთან ერთად დატოვა საჩხერე. მეფის მთავრობა მის ახლობლებს სასტიკად გაუსწორდა, ვლადიმერ იაშვილი ისევ დაიჭირეს და ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც ჭლექით დაავადებული სოფელ უსტ-უდეში გარდაიცვალა. ვლადიმერ იაშვილი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ლექსებს. მას ეკუთვნის არალეგალურ გაზეთ "ბრძოლაში" მოთავსებული ლექსი "22 აპრილი" (1901, №1), ("კვალი", 1896, №36-39, "ჯეჯილი", 1897, №4). ალექსანდრე აბაშელმა ვლადიმერ იაშვილს მიუძღვნა ლექსი "პირველი მაისის პირველ მომღერალს" - "Первому певцу первого Мая" ("Заря Востока", 1946, №207). პროპაგანდისტ-ორგანიზატორი, რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.382
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |