Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე იმედაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1895 წელს ავლაბრის თეატრში, პირველი ქართული წარმოდგენა გამართა, დადგა პიესა "კაპიშონი", სადაც მამის როლს ასრულებდა, შემდეგ ჩამოაყალიბა სცენისმოყვარულთა წრე და არალეგალურ წარმოდგენებს აწყობდა თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე თბილისის მე-15 გრენადერთა პოლკის ყაზარმაში, საიდანაც შემოსული თანხა ობოლ ბავშვთა თავშესაფარს გადასცა. 1902 წელს, ძაღლის უბანში (ყოფილი თელავის ქუჩა, პეტრე-პავლეს ეკლესიის ახლოს), ვინმე კაპიტანმა მურაშკომ, ააგო პატარა თეატრი, სადაც ქარხნის მუშებისათვის იდგმებოდა სპექტაკლები. თბილისის გუბერნატორმა, 1903 წელს, რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ივანე იმედაშვილი დონის როსტოვში გადაასახლა, საიდანაც 1907 წელს დაბრუნდა და "ავლაბრის სცენისმოყვარეთა გამგეობა" ჩამოაყალიბა, ასევე შექმნა დასი და მომღერალთა დასი ვასო მათურელის ლოტბარობით. დასში იწვევდა დამსახურებულ ქართველ მსახიობებს და ხშირად საჭირო თანხებს საკუთარი ჯიბიდან ფარავდა. ივანე იმედაშვილს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კავკაველი პეტუა ("ციმბირელი"), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!"), კაკული ("პეპო"), ჟაკი ("ორი ობოლი"), ფარსადანი ("არსენა"), შალვა ("თამარ ბატონიშვილი"), გაიოზი ("და-ძმა") და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |