შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგმცოდნეობა-აგროქიმიის სპეციალობით 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში აგროქიმიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-მუშაკად, ოზურგეთი-ანასეული; 1966 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება და დაინიშნა უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1972 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება; 1972-1995წწ. - ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წელს მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის წოდება; 1991 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება 1995-2006წწ. - ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან - ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის აგროქიმია ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ჟურნალებში. ავტორია შრომის: "ჩაის მცენარის კვების აგროქიმიური საფუძვლები" (თბილისი, გამომცემლობა "მეცნიერება", 1985). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1991), აკადემიკოსი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |