Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო იტრიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი (ყოფილი გორის მაზრა), კასპის რაიონი. 1891 წელს ჩამოვიდა თბილისში, იყო მკერავის შეგირდი. მისი პირველი კორესპონდენცია დაიბეჭდა 1906 წელს გაზეთ "ლახვარში", საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ წერდა პერიოდულად; 1922 წლიდან მასალებს აქვეყნებდა გაზეთ "კომუნისტში", ასევე პუბლიცისტურ წერილებს ათავსებდა შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: "მუშა", "რევოლუციის მატიანე", "პიონერი", "ქართული მწერლობა", "შრომა", "ჩირაღდანი", "Рабоче-крестьянский корреспондент", და სხვ. დააწინაურეს როგორც საუკეთესო კორესპონდენტი მუშებსა და გლეხებს შორის, დაწერილი აქვს "თამბაქოს მავნებლობა წარსულია" და "მუშა-მკერავების ისტორია", რომელიც გამოიცა მკერავთა პროფკავშირების მიერ 1930 წელს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.469 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |