შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე იოსელიანი-ჯაბაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტოლა, ამბროლაურის რაიონი. სწავლობდა თბილისში ეკატერინე ასათიანის სამოქალაქო სკოლაში. პირველად სცენაზე გამოვიდა "ავჭალის აუდიტორიის" სახალხო თეატრის სცენაზე. 1893 წელს ვალერიან გუნიას სპექტაკლში "და-ძმა" შეასრულა მარინეს როლი, შემდეგ ითამაშა ალექსანდრე ყაზბეგის "არსენაში" (ნინო), გაბრიელ სუნდუკიანის "პეპოში" (კეკე) და სხვ. კითხულობდა დივერტისმენტებში რევოლუციური ხასიათის ლექსებს, მისი მეუღლე იყო სახალხო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გ. ჯაბაური. სახალხო თეატრის პირველი სცენისმოყვარე ქალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.457
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |