Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1937 წელს. მუშაობდა ბათუმში; მეორე მსოფლიო ომის სსრკ-ს ტერიტორიაზე დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, როგორც ბატალიონის კომისარი მონაწილეობდა ქერჩის ბრძოლებში და იქვე დაიღუპა 1941 წელს 27 წლის ასაკში; შალვა იოსელიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1934 წელს "ახალგაზრდა ლენინელში", შემდგომ სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; პირველი წიგნი - "სიმღერები" გამოვიდა 1937 წელს, ბათუმში; 1940 წელს კი მისი პოემა - "დაბრუნება", 1960 წელს გამოიცა მისი რჩეული - "ლექსები და პოემები"; 1996 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული "შეწყვეტილი სიმღერა", რომელიც შეადგინა მამია ვარშანიძემ; შალვა იოსელიანის პოეტური სტიქია იყო საქართველოს წარმტაცი მხარის – აჭარის ბუნება და მისი ადამიანები. მშობლიურ ქალაქს უძღვნა მან თავისი საუკეთესო ლექსები. ზოგიერთი მისი ლექსი სიმღერად გავრცელდა. შალვა იოსელიანის სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.456; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.171; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.160 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |