The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ჯაბნიძე

რეზო ჯაბნიძე
Date of birth:1954  (71 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მახინჯაური, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1979 წელს.

1973-1975წწ. მსახურობდა სამხედრო არმიის რიგებში. 1980-1983წწ. სწავლობდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს - სადოქტორო დისერტაციები. 1996 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1985-1990წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1990-1994წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად; 1994-2004წწ. არჩეული იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ; 1995-2006წწ. - საქართველოს აგრარული და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სპეციალიზირებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი;      1991-1996წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აჭარის საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის საგანმანათლებლო პროგრამებს; 2012-2019წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სადაც 24 დოქტორანტმა დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი. მისი ხელმძღვანელობით ცხრა ასპირანტმა, მაძიებელმა და დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია, ხოლო 18 მაგისტრანტმა სამაგისტრო ნაშრომი. არის ოთხი სამეცნიერო საერთაშორისო გამოცემის, ჟურნალების: "მოამბე, "ეკონომიკა", "აგრარული საქართველო", "ხანძთა", "აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები", "აგრო NEUS" რედკოლეგიების წევრი და გამომცემლობა "აჭარის ენციკლოპედიის" მთავარი რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 250-მდე სამეცნიერო ნაშრომი, შვიდი მონოგრაფია, 150-მდე წერილი პერიოდულ პრესაში. არის ოცამდე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის რედაქტორი, რეცენზენტი და  მონაწილეობა აქვს მიღებული სამოცამდე რესპუბლიკურ და საერთაშორისო მნიშვნელობის კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. 2013 წელს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართელობის საკითხთა კომისიასთან არსებული, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრად და ფერმეული მეურნეობის განვითარების, ფერმერთა სწავლება-კონსულტირების საკითხებზე, მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად. არჩეულია ბაქოსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2014 წლიდან - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველ-კონსულტანტია. დაჯილდოებულია აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილისა და ბათუმის სახალხო აკადემიის საიუბილეო მედლებით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა (2002) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (2018), აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის და საქართველოს განათლების სამინისტროების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით. მინიჭებული აქვს ექსპერტის წოდება ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების დარგში. სწავლული აგრონომი, მოღვაწეობის მიმართულება - სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა, ჩაი და სუბტროპიკული კულტურები.

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2015-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1995-)
  • უმაღლესი სკოლის მეცნიერების საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემია, წევრი (2017-)

Awards and Honors

  • 2022 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 2018 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია, აგრარულ დარგში საუკეთესო ნაშრომისთვის
    სუბტროპიკული კულტურები : სახელმძღვანელო / რეზო ჯაბნიძე . - ბათუმი, შპს "World Print"-ის კომპიუტერული ცენტრი, 2018. - 650გვ.
  • 2003 - ხელვაჩაურის რაიონის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ქალაქ იერუსალიმის სტატუსმინიჭებული საპატიო სტუმარი

Bibliography


Share: