The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო იორდანიშვილი

დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1878  (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილის.

დაამთავრა სამკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1899 წლიდან გამოდიოდა სცენაზე, ასრულებდა სახასიათო როლებს, იყო სცენარიუსი (რეჟისორის თანაშემწე), რეჟისორი, წარმოდგენების დამდგმელ-ხელმძღვანელი, გამგე, მოცეკვავე. სრულიად უსასყიდლოდ სოფლებსა და დაბებში საქველმოქმედო მიზნით მართავდა წარმოდგენებს; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კავკაველი პეტუა, აკოფა, გეო, კაკული, მარციალი და სხვ. მონაწილეობდა კინოშიც, გამოდიოდა ვერის, ორთაჭალის, ავლაბრის, ნაძალადევის, ხარფუხის საუბნო-სახალხო თეატრებში, დააფუძნა ვერის მუშათა კლუბი. 1923 წლის 6 მაისს, გიგო იორდანიშვილის სასცენო-სათეატრო სახალხო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.436


გააზიარე: