შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონდო ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1969 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ინსტიტუტში შესვლამდე თბილისის ქარხანა "ელექტროავტომატში"; შემდეგ კი საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" მხაზველად, ტექნიკოსად, უფროს ტექნიკოსად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით გაიგზავნა ქ. სამარაში (ყოფილი "კუიბიშევი") საპროექტო ინსტიტუტ "კუიბიშევგრაჟდანსტროიში" არქიტექტორად; მონაწილეობდა ქალაქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაპროექტებაში; 1971 წელს გადმოვიდა თბილისში და მუშაობას იწყებს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი; 1999-2017წწ. მუშაობდა შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალში"; მის მიერ დამუშავებული პროექტებია: პროფკავშირის 2500 ადგილიანი ტურისტული კომპლექსი ქ. გაგრაში, სამთო სათხილამურო ბაზა მესტიაში, 100 ადგილიანი სანიჩბოსნო სადგური ფოთში, სანატორიუმი 800 ადგილზე გუდაუთაში, სამშობიარო სახლი მცხეთაში, საბავშვო ბაღი გაგრაში, რომელსაც მიენიჭა ლაურეატობა ქ. კიევში და სხვა; მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის ბინების აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაში; მისი მონაწილეობით დაპროექტდა მრავალი საკულტო ნაგებობები, კერძოდ: ერთ-ერთი თანამედროვე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თბილისში, წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი ბათუმში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის ეკლესია თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 286-287 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |