შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ჩოდრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1962 წელს. 1962-1963წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინერ კონსტრუქტორის თანამდებობაზე; 1964-1971წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენი"-ს სისტემაში სამშენებლო სამმართველო "სინთეტმშენში" მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1968 წლიდან იყო ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველო "ტრანსსპეცმშენი"-ს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); 1972-1977წწ. მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მშენებლობის დირექციის მთავარ ინჟინრად; 1978-1981წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამშენებლო სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1981 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენი"-ს №3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად, რომელიც ახორციელებდა მაღლივი, 16-18- სართულიანი ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; 1985-1995წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №9 სამშენებლო ტრესტის №3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1996 წელს დაინიშნა ახალშექმნილი ორგანიზაციის, შპს "კრწანისი-96"-ის დირექტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქ. რუსთავის სინთეტიკური ბოჭკოსა და აზოტოვანი სასუქების ქარხნების, საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სასწავლო და კვლევითი კორპუსების, ქ. თბილისის საწარმოო-კვლევითი გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" ახალი კორპუსის, კასპის ცემენტის ქარხნის მე-5 ხაზის მშენებლობა და სხვა; აგრეთვე ქ. თბილისში ჩარჩოიანი და ჩარჩომიბმული ექსპერიმენტული, მაღლივი (16-18- სართულიანი) ნაგებობების მშენებლობა და ქ. სიღნაღის ძველი ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები; პროფესიულ შრომით საქმიანობასთან ერთად აღსანიშნავია მისი სპორტული მიღწევები - არის საბჭოთა კავშირის I ახალგაზრდული სპორტული ოლიმპიადის მონაწილე, არაერთგზის საკავშირო და საქართველოს შეჯიბრებების გამარჯვებული; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 288-289 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |