Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი ჩომახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით. 1965 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1970 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტში" არქიტექტორად; 1984 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამშრომელი - ჯერ მოწვეული პედაგოგი, შემდეგ ძირითად შტატში; 2004 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; მისი ნამუშევრებია: ღამის სანატორიუმის კომპლექსი რუსთავში, ბავშვთა ქალაქი ანაპაში, ექსპერიმენტალური საძილე კორპუსები ტურისტებისათვის, ნაციონალური რესტორანი ბიჭვინთაში, სპორტული დარბაზი სიღნაღში, ბავშვთა ქალაქი რემიზოვკაში, მეშახტეთა ადმინისტრაციული შენობა ჭიათურაში და სხვა; ასევე მცირე დიზაინური და არქიტექტურული ფორმები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 289-290
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |