Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ აბესაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1967წწ. ქ. ხარკოვის ტრესტის სამონტაჟო გაწყობის სამმართველოს ინჟინერი; 1967-1982წწ. ლენინგრადის ტრესტ "ჰიდროელექტრომონტაჟის" განწყობის სამმართველოს უფროსი; მისი მონაწილეობით გაშვებულ იქნა თბილისის მე-4 და მე-8 ენერგობლოკები, ზესტაფონის 500კვ. ქვესადგური, თბილსრესის 500კვ. ქვესადგური, ვარციხე ჰესების კასკადის პირველი და მეორე ჰესი, ტყვარჩელის სრესის 110 მვტ სიმძლავრის ახალი ენერგობლოკი, ვარდნილი ჰესების კასკადი, ენგურჰესის 5 აგრეგატი და რიგი 220-500კვ. ძაბვის ქვესადგური; 1982-1986წწ. მივლინებული იყო აფრიკის კომტინეტზე რესპუბლიკა გვინეა-ბისაუში, სადაც მუშაობდა რესპუბლიკის ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე; 1986-1988წწ. მუშაობდა ჟინვალჰესის გაშვებაში, მისი ხელმძღვანელობით ტრესტ "საქსოფლელექტროქსელმშენში" ჩამოყალიბდა სამონტაჟო-განწყობის თვითდაფინანსების უბანი: 1995-1996წწ. სააქციო საზოგადოება "ანძა"-ს სამონტაჟო განწყობის სამმართველოს უფროსია; 1997 წელს სს "გამონის" დირექტორი; 1998 წელს "თბილსრესის"გენერალური დირექტორი; 2001 წელს "თბილსრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1982 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამსახურებული ენერგეტიკოსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 43-44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |