The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მესხი

გურამ მესხი
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2007  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ბაღდათი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საპროექტო კანტორაში; 1963-1965წწ. საკავშირო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალში; 1966 წელს ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟნერი; 1966-1977წწ. თბილსრესის მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1995-2007წწ. სააქციო საზოგადოება "თბილსრესმშენის" დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თაობის ზეკრიტიკული პარამეტრების მქონე 300 მვტ სიმძლავრის N9 და N10 ენერგობლოკები. დაჯილდოებული იყო სამთავრობო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 227

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: