The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანეტა (ანა) იურკევიჩი-ფირცხალაიშვილი

ანეტა (ანა) იურკევიჩი-ფირცხალაიშვილი
Legal name:ანეტა იურკევიჩი
Date of birth:18??
Date of death:1925
Category:Actor/Actress, Writer, Poet

Biography

ანეტა (ანა) იურკევიჩი ცნობილი ქართველი პოეტისა და მოღვაწის ვიქტორ იურკევიჩის (1854-1920) ქალიშვილი გახლდათ. მამამისი ძირითადად საჩხერეში ცხოვრობდა. ფსევდონიმად რუს-იმერელს იყენებდა. თანამშრომლობდა "დროებასთან", "სახალხო ფურცელთან", "ივერიასთან" და სხვა. ვიქტორ იურკევიჩის ოჯახი მეგობრობდა აკაკისთან. ანეტა იყო პედაგოგი, გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა ჭიათურაში. ლექსებს აქვეყნებდა "ცნობის ფურცელში", "ივერიაში". 1904 წლის ზამთარში აკაკი ავად ყოფილა. დიდ პოეტს მრავალი წერილი და დეპეშა მოსდიოდა თაყვანისმცემელთაგან. 7 დეკემბერს დაუწერია ლექსი "უკანასკნელი", ამ ლექსზე პასუხად ანეტა იურკევიჩმა დაწერა ლექსი "აკაკის". იგი არის ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ანეტა იურკევიჩი-ფირცხალაიშვილის წერილი "აკაკის უკანასკნელი დღეები" დაიბეჭდა ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (1915 წელი, №10). სცენისმოყვარე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.470; burusi.wordpress.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.172


Share: