შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანატოლი ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1938-1958წწ. მუშაობდა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სხვადასვა თანამდებობებზე; 1958 წელს დაინიშნა თბილისი გაზის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის უფროსად. 1959 წელს ინსპექცია დაექვემდებარა მინისტრთა საბჭოს სამთო ტექზედამხედველობის კომიტეტს, როგორც რესპუბლიკის გაზის ტექზედამხედველობის ინსპექცია. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის გაზიფიკაციის დარგში სიახლეების და ახალი მეთოდების დანერგვის საკითხებში. შექმნა და დააკომპლექტა კოლექტივი ნიჭიერი კადრებით. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და წარჩინების დიპლომი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |