The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩოჩელი

გიორგი ჩოჩელი
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი 1968 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენი"-ს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად), 1987-2010წწ. ამავე ტრესტის (ს.ს. "თბილმრეწვმშენი №3") სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ტრიკოტაჟის ფაბრიკა (გლდანში), აბრეშუმის ფაბრიკა (სანზონაში), ქარხანა "ცენტროლიტის" რეკონსტრუქცია და სპორტული ინვენტარის ფაბრიკა; აგრეთვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი"-ს სტუდია დ. აღმაშენებლის გამზირზე და თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის კომპლექსი შ. რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 290


გააზიარე: