The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ ცაგარეიშვილი

ელდარ ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოჩაჯიხაიში, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს სწავლების განყოფილება და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1977 წელს.

1971 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა და ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მუშად, ბრიგადირად; 1977-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენი"-ს სამშენებლო სამმართველო "მარნეულმშენ"-ში მშენებელ ოსტატად; 1979-1981წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მსახურობდა ოფიცრის რანგში; 1981-1983წწ. მუშაობდა საქართველო მშენებლობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში ინჟინრად; 1983 წელს მუშაობა დაიწყო სპეციალიზებულ სამონტაჟო ტრესტ "სოიუზლიფტმონტაჟი"-ს ამიერკავკასიის სამონტაჟო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, შემდეგ სამუშაოდ გადაიყვანეს ამავე სამმართველოს ქ. თბილისის სამონტაჟო უბანზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1984-1994წწ. მუშაობდა ამავე ტრესტის ამიერკავკასიის სამონტაჟო სამმართველოს ჯერ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ მთავარი ინჟინრის მოადგილედ და სამმართველოს მთავარ ინჟირად; 1994 წელს დაინიშნა სამონტაჟო ტრესტ "სოიუზლიფტმონტაჟის" ამიერკავკასიის სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1995 წლიდან აღნიშნული ორგანიზაცია რეორგანიზებულ იქნა და დარეგისტრირდა როგორც შესღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ლიფტმონტაჟი" და მისი დირექტორის; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სრულდებოდა სამგზავრო ლიფტების მონტაჟი მაღლივი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე, ასევე სატვირთო ლიფტების მონტაჟი სამრეწველო კომპლექსების მშენებლობაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე; რიგ გამონაკლის შემთხვევებში უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის ფედერაციის რეგიონებშიც; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 291-292


გააზიარე: