The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგი იშხანოვი

სერგი იშხანოვი
Date of birth:1904
Date of death:1969  (at 65 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

წლების მანძილზე მუშაობდა თბილისის ტრამვაის პარკში. 1922 წელს შევიდა კომკავშირში, იყო ტრამვაის კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი. 1925-1928 წლებში მუშაობდა კომკავშირის არსენალის რაიკომში, შემდეგ საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტისა და ცენტრალურ კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1931-1938 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკური) ახალქალაქისა და  აღბულაღის (თეთრიწყარო) რაიკომებისა და თბილისის ორგანიზაციის კიროვის რაიკომის მდივნი, შემდეგ საქართველოს  კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკური) თბილისის კომიტეტის მეორე მდივნი. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს (სამინისტროს) თავმჯდომარის მოადგილედ, 1946 წლის 10 თებერვალს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.470; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - "ივერიელი" - dspace.nplg.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკური) ცენტრალური კომიტეტის ბიურო, წევრი (1938-)
  • სსრკ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1938-)

Awards and Honors

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    1941-1945 წლებში საომარი მასალებისა და საჭურვლის წარმოების დარგში მთავრობის უმნიშვნელოვანეს დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის
  • ლენინის ორდენი

Share: