The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ახმედ-აღა კაიკაციშვილი

სხვა სახელი:ძველი ქართველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

გაზეთ "დროების" თანამშრომელი, გულო კაიკაციშვილის თანამოაზრე, სამუსლიმანო საქართველოს საქრისტიანო საქართველოსთან შეერთების მქადაგებელი. გაზეთ "დროებაში" ათავსებდა წერილებს, რომელთაც "ივერია" გადაბეჭდავდა ხოლმე. სხვათა შორის, წერილში "ბატონო მეგაზეთე!" თბილისელი სომხების მიერ ქობულეთში ადგილ-მამულების შეძენას აპროტესტებდა ("ივერია", 1878, №31); წერილში "ძიავ, ყარდაში ეფედუმი მეგაზეთევ!" წერდა ქობულეთელების ოსმალეთში გადასახლების შესახებ ("ივერია", 1878, №32). ეროვნული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.482


გააზიარე: