The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ცინცაძე

გურამ ცინცაძე
Date of birth:1 August, 1935  (89 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1964წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზჰიდროპროექტის" ქ. თბილისის ფილიალში "ენგურჰესის" პროექტირების სექტორში ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1965-1976წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ განყოფილებაში; სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში; მუშაობდა ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად; 1976-1982წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო წარმოების მექანიზაციისა და ორგანიზაციის კათედრის პედაგოგ-დოცენტის თანამდებობაზე; 1983-1988წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის საღამოს სწავლების ფაკულტეტის დეკანი; 1989 წელს სამეცნიერო მივლინების ფარგლებში მოღვაწეობდა ბულგარეთის რესპუბლიკაში ქ. სოფიის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტში; სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად 1980-1990წწ. იყო საქართველოს აგროსამრეწველო სახელმწიფო კომიტეტის ("საქსახაგრომრეწვის") ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა პროექტების მიწვეული ექსპერტი; 2005 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო წარმოების მექანიზაციისა და ორგანიზაციის კათედრის პროფესორად; 2006 წელს ამავე კათედრის ასოცირებულ პროფესორად; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის მენეჯმენტისა და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორია; 2015 წლიდან ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ემერიტუსის წოდება მიენიჭა; მისი სამეცნიერო-საექსპერტო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმარება და პროექტირება; ავტორია 55 სამეცნიერო სტატიის და 3 სახელმძღვანელოს, მასვე ეკუთვნის რამდენიმე ჰესის ტექნიკო-ეკონომიკური დასაბუთება, რომლებიც დაცულია "საქპატენტი"-ს საავტორო მოწმობით; არის საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოსა და საერთაშორისო ჟურნალ "ენერგია"-ს ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების სარედაქციო კოლეგიის წევრი; მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "მიწისქვეშა ჰესის თაღოვან გადახურვაზე შეკიდული ამწექვეშა კოჭების დაძაბული მდგომარეობის გამოკვლევა", 1972 წელს, რომელიც დაკავშირებული იყო "ენგურჰესის" მშენებლობასთან და შედეგი დანერგილ იქნა ჰესის საგენერატორო სადგურის მშენებლობას; დისერტაციის დაცვის შედეგად მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 292-293

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი (2015-)

Share: