შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულეიმან კაიკაციშვილი![]()
ბიოგრაფიაგულო კაიკაციშვილის თანამედროვისა და თანამოაზრის, საზოგადო და ეროვნული მოღვაწის, ისმაილ კაიკაციშვილის შვილი. მან განათლება საქართველოში მიიღო, იყო სამშობლოს ერთგული მამულიშვილი. 1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ქართველ მუსლიმ მოსწავლე სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს თბილისის გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მიეცა; 1915 წლიდან სულეიმან კაიკაციშვილს სწავლის დაფინანსებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მუდმივად ეხმარებოდა. 1929 წელს იგი ქობულეთის ათწლედის გამგედ დაინიშნა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.484; society.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |