The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია კაიშაური

ანასტასია კაიშაური
სხვა სახელი:ტასო კაიშაური
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1970  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვეშეთი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1917 წელს.

1919 წელს დაინიშნა თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის ფსიქოლოგიისა და ლოგიკის მასწავლებლად. 1926 წელს, განათლების სახალხო კომისარიატმა სტიპენდიით მიავლინა მოსკოვის სამედიცინო პედაგოგიკისა და მოსკოვის მე-2 უნივერსიტეტში ლოგოპედიისა და სურდოპედაგოგიკის შესასწავლად (პროფესორები: თ. რაუსი, ვ. კაშჩენკო). 1928-1940წწ. მუშაობდა თბილისის ყრუ-მუნჯთა სკოლაში სპეციალისტად; 1929-1933წწ. საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1931 წლიდან ლოგოპედიის პედაგოგად ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში, სამეცნიერო აკადემიასა და ბავშვთა პოლიკლინიკებში; 1930 წელს მოსკოვში დეფექტოლოგთა ყრილობაზე გამოვიდა მოხსენებით: "დეფექტოლოგიური მუშაობა საქართველოში" - აღნიშნულ ყრილობაზე ანასტასია კაიშაური დასახელებულ იქნა დელეგატად, მომდევნო ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება: "ქართულ ბგერათა სპეციფიკურობა";  ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში წაიკითხა მოხსენებები: "ენაბლუობა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა" (1932), "ენაჩლუნგობის ტიპოლოგიისათვის" (1934), "მეტყველების ფონასეთიური მოშლილობა"(1936) და სხვ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერების განყოფილების მე-6 სამეცნიერო სესიაზე, 1942 24-25 აპრილს წაიკითხა  მოხსენება "კონტუზირებულთა მეტყველების აღდგენა ხმოვანი ბგერებით" ( ეს მოხსენება წაიკითხა აგრეთვე 1943 წელს ჰოსპიტალში და ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში). საქართველოში ლოგოპედიისა (პრაქტიკულ-თეორიული) და ქართული სურდოპედაგოგიკის დამაარსებელი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.485

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: