The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაშა ბოლქვაძე

იაშა ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმარების სპეციალობით 1971 წელს.

1971-1973წწ. მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში; 1973-1978წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშეის" მე-8 მექანიკურ კოლონაში განყოფილების უფროსად. მონაწილეობდა 500კვ. ეგხ "კავკასიონის", ასევე რიგი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში; 1978-1980წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას" მთავარი ეკონომისტი; 1980-1994წწ. ტრესტ "საქსოფლექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე. დიდი წვლილი მიუძღვის ტრესტის განვითარებისთვის აუცილებელი ფინასების  მოძიებაში, რომლის შედეგადაც მოდერნიზებული იქნა ორი ქარხანა. ტრესტის მუშაობის გაუმჯესებისათვის არაერთგზის დაიმსახურა მადლობა და ფულადი ჯილდო; 1997-2009წწ. "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მოადილე, 2010 წლიდან წამყვანი სპეციალისტი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 47


გააზიარე: