The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ცნობილაძე

ვახტანგ ცნობილაძე
Date of birth:7 May, 1921
Date of death:1977  (at 55 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1945 წელს.

1937-1939წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობის პერიოდში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; მათ შორის ყველაზე მეტ ხანს იმუშავა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სისტემაში; იყო გაერთიანების ნულოვანი ციკლის სამუშაოთა სპეციალური სამმართველოს უფროსი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საავტომობილო ხიდების მშენებლობაში, დ. ბაკურიანის 90 მეტრიანი ტრამპლინის, ქ. თბილისში მდ. მტკვრის სანაპიროზე საავტომობილო გვირაბის მშენებლობაში და სხვა; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 295-296


Share: