The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე ბოლქვაძე

მოსე ბოლქვაძე
Date of birth:2 June, 1946  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი "მარგი წიაღისეული დაზვერვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის" სპეციალობით და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია 1972 წელს.

1972-1979წწ. მუშაობდა ტაჯიკეთის გეოლოგიურ სამმართველოში ბურღვის ოსტატად, უფროს ინჟინრად, ბურღვის ტექნიკურ ხელმძღვანელად; 1979-1994წწ. "საქნავთობი"-ს დასავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოში ჭაბურღილის ოსტატად, ჭაბურღილის უფროსად, ტექნოლოგიური განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1994-1997წწ. ქართულ-ბრიტანულ კომპანია "ჯიბიუს"-ში მექანიკოსად, მბურღავად; 2000-2003წწ. "საქნავთობის"-ს ფილიალ "გეოგეროილ სერვისში" კაპიტალური შეკეთების ინჟინრად, წამყვან ინჟინრად; 2004-2007წწ. მუშაობდა სს "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში უფროს ინჟინრად, სარეწის უფროსად; 2007 წლიდან მუშაობს შპს "გლობალ ოილ ოფერეიტინგ კომპანის" ("ჯორჯია") სუფსის სარეწის უფროსად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 47-48


Share: