The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო ცხადაძე

ანდრო ცხადაძე
Date of birth:29 July, 1967  (57 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1991 წელს.

1984 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მემონტაჟედ; 1986-1988წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში;  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 მოძრავ მექანიზებული კოლონის (ამჟამად შპს "კავკასიონი") ოსტატად, ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1996-1999წწ. მუშაობს შპს "იუგელექტროქსელმშენი"-ს (ქ. სოჭი) მთავარ ინჟინრად; 1999-2006წწ. შპს "ჩერნომორსკენერგომშენი"-ს მთავარ ინჟინრად; 2006-2010წწ. სს "საქრუსენერგო"-ს სისტემაში ტექნიკური სამსახურის უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 2011 წლიდან მუშაობს ს.ს. "საქრუსენერგო"-ს დასავლეთ საქართველოს ელექტრო გადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, როგორც საქართველოს ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე; არის შპს "კავკასიონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; მრავალწლიანი ნაყოფიერი და თავდადებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულია "საპატიო სიგელით" რუსეთის ფედერაციაში ენერგომშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 297-298

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: