The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ყურაშვილი

თენგიზ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩხოროწყუ.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი სპეციალობით ვეტერინარი ექიმი 1971 წელს.

1972-1973წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, არის სამედიცინო სამსახურის სერჟანტი; 1974-1977წწ. სწავლობდა საკავშირო ექსპერიმენტალური ვეტერინარიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1978 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1984 წელს კი - უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება; 1983-1991წწ. სწავლობდა მოსკოვის ვეტერინარიული აკადემიის დოქტორანტურაში; 1992 წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი,  2001 წელს - პროფესორის წოდება; 2005 წელს გადაეცა სომხეთის საპატიო დოქტორის დიპლომი; 2000 წელს გაიარა საერთაშორისო კონკურსები ისრაელში; 1971-1972წწ. მუშაობდა  ლაბორანტად საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში (ზოოვეტერინარიული ინსტიტუტი); 1977-1982წწ. - უმცროსი,  შემდგომ უფროსი მეცნიერ-მუშაკი ზოოვეტერინარიულ ინსტიტუტში; 1982-1983წწ. - საკავშირო ვეტერინარიული სანიტარიის ინსტიტუტის ამიერკავკასიის განყოფილების გამგე; 1992-1996წწ. - პრორექტორის მოადგილე (სამეცნიერო ნაწილში) ზოოვეტერინარიულ ინსტიტუტში; 2005 წელს იმავე ინსტიტუტის რექტორი; 2006 წელს - სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 2006 წლიდან - აგრარულ უნივერსიტეტის პროვესორი; 2006-2013წწ. - წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სპიკერი) აგრარულ უნივერსიტეტში და სავეტერინარო-მედიცინის ინსტიტუტის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სპიკერი, 2006); ქართული ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს წევრი, (2005); სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2009-1998); სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (2009); მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე (2005-1992); ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2005-1983). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და საგრანტო  პროგრამებში. გამოქვეყნებული აქვს 305 შრომა. ავტორი და თანაავტორია 15 გამოგონების. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადოქტორო და 17 საკანდიდატო დისერტაცია და მრავალი სადიპლომო შრომა. ექიმი-ვეტერინარი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (2001), აკადემიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ვეტერინარიისა და მეცხოველეობის დარგის მუშაკთა კავშირი, პრეზიდენტი (2004-)
  • საქართველოს მემამულეთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე ვეტერინარიის და მეცხოველეობის დარგში (1992-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
    ვეტერინარიის დარგის განვითარებაში შეტანილი სამეცნიერო მიღწევებისათვის
  • 2016 - ექსპერტის წოდება ვეტერინარიის დარგში
  • 2005 - სომხეთის აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 2000 - ღირსების ორდენი
    აგრარული მეცნიერების განვითარებისათვის, ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრიაჯაოს მედალი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: